Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარაჯიჩი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება თავის სასამართლო პროცესზე ჰააგაში


ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერი რადოვან კარაჯიჩი, სვარაუდოდ, დღეს გამოცხადდება თავის სასამართლო პროცესზე, რომელიც ჰააგაში, გაეროს სამხედრო ტრიბუნალზე მიმდინარეობს. აქამდე კარაჯიჩი ბოიკოტს უცხადებდა გასულ კვირაში დაწყებულ სასამართლო პროცესს. კარაჯიჩი დამცველზე უარს ამბობს, თვითონ სურს დამცველის ფუნქციის შესრულება და აცხადებს, რომ მეტი დრო სჭირდება საამისოდ მოსამზადებლად. მოსალოდნელია, რომ კარაჯიჩი სასამართლოში გამოცხადდება სწორედ მეტი დროს მოსათხოვად. მას წაყენებული აქვს ბრალდება 11 მუხლით, მათ შორის გენოციდისა და სამხედრო დანაშაულების ბრალდებები. კარაჯიჩი ბრალდებებს უარყოფს.
XS
SM
MD
LG