Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი პირობას დებს, რომ ახალი მთავრობა ყველა ავღანელის ინტერესებს გაითვალისწინებს


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, რომელიც მეორე ვადით არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადდა, დღეს პირობა დადო, რომ შექმნის მთავრობას, რომელშიც ყველა ავღანელი იქნება წარმოდგენილი. ქაბულში გამართულ პრეს-კონფერენციაზე კარზაიმ კორუფციასთან ბრძოლის პირობაც დადო. მისი თქმით, „ავღანეთის მთავრობას კორუმპირებულობის ცუდი რეპუტაცია აქვს. ახლა მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილ, ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა მოვიცილოთ ეს ლაქა ჩვენი სულიდან“.
კარზაი არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ავღანეთის საარჩევნო კომისიამ გუშინ გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე, 7 ნოემბრისთვის დანიშნული ტური. გაუქმება მოჰყვა კარზაის ერთადერთი მეტოქის, აბდულა აბდულას მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნას. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუშინ მიულოცა კარზაის და მას კორუფციასთან უფრო აქტიური ბრძოლისაკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG