Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტარია


კონსტანტინე გამსახურდიას დეპუტატის უფლებამოსილების აღდგენას 95-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი არავინ ყოფილა. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად იგი პარლამენტარის ფიცზე მოაწერს ხელს და ერთი თვის ვადაში საჯარო სამსახურის ბიუროში ქონებრივ დეკლარაციას წარადგენს. კონსტანტინე გამსახურდიამ წელიწადნახევრის წინ დახეული მანდატის აღდგენის სურვილი რამდენიმე კვირის წინ გამოთქვა. მან უფლებამოსილების აღდგენის თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს ერთი კვირის წინ მიმართა. იმ ოპოზიციონერებს, რომელთაც გამსახურდიასთან ერთად უარი თქვენს დეპუტატის მანდატზე, მის დაბრუნებაზე გადაწყვეტილების მიღება 2010 წლის 1 იანვრამდე შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG