Accessibility links

logo-print

წყალდიდობამ კახეთს 2 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა


კახეთის რეგიონში წყალდიდობით გამოწვეული ზარალი, წინასწარი შეფასებით, ორ მილიონ ლარს აჭარბებს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას გაეროს სასურსათო პროგრამა და მსოფლიო ბანკიც გაუწევენ. რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმის გამო დაზარალდა თიანეთის რაიონიც, რომლის ორი სოფელი ცენტრს მოსწყდა. სინოპტიკოსთა პროგნოზით, საქართველოში ამინდი 5-6 ნოემბრიდან გაუმჯობესდება.
XS
SM
MD
LG