Accessibility links

logo-print

უკრაინაში გრიპის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 71-მდე გაიზარდა


უკრაინის პარლამენტმა, ინფორმაცია ვირუსის გავრცელების მხრივ არსებულ ვითარებაზე, დღეს მთავრობისგან მიიღო. პრემიერ-მინისტრმა ტიმოშენკომ რადის დეპუტატებს აცნობა, რომ კარანტინის ზონად გამოცხადებულ 9 დასავლეთ ოლქიდან 8-ში სიტუაცია სტაბილიზირებულია. ამ დროისთვის, ბოლო მონაცემებით, უკრაინაში გრიპით 255 ათასზე მეტი ადამიანია ავად. რაც შეეხება ე.წ. ღორის გრიპს, ლაბორატორიულად მისი 22 შემთხვევაა დადასტურებული.
XS
SM
MD
LG