Accessibility links

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის მოქალაქეობას ართმევენ


დუმის დეპუტატის ინიციატივას, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან გრიგოლ ვაშაძეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი გამოეხმაურა. ია მახარაშვილის განმარტებით, ინიციატივა მოულოდნელი არ ყოფილა და თუ რუსეთი გრიგოლ ვაშაძეს მოქალაქეობას ჩამოართმევს, ეს გადაწყვეტილება იქნება კიდევ ერთი არადიპლომატიური მოქმედება, რომლისგანაც პირადად ვაშაძე თავს დღემდე შეგნებულად იკავებდა. რუსეთის დუმის დეპუტატმა, ფრაქცია „სპრავედლივაია როსიას“ წევრმა სემიონ ბაღდასაროვმა, დუმის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვა. ბაღდასაროვმა განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძე პოსტსაბჭოთა სივრცეში შეუფერხებლად მოგზაურობს და ანტირუსული ხასიათის, ე.წ. საინფორმაციო ქარტიის შექმნა სურს. ვაშაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის განსახილველად ბაღდასაროვმა დუმის შესაბამის კომიტეტებს მიმართა.

XS
SM
MD
LG