Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის შეხვედრა ურთიერთდაპირებებით დასრულდა


ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს ოკუპირებულ გალის რაიონში შეხვდნენ. საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის განცხადებით, თბილისის დელეგაციამ ოქტომბრის ბოლოს, გალის რაიონის სოფლებში დამატებითი რუსული ნაწილების განლაგების საკითხი დასვა. საპასუხოდ, საოკუპაციო ძალების სარდლობამ განმარტა, რომ იმ პერიოდში მიმდინარეობდა სამხედრო სწავლება, რომლის დასრულების შემდეგ, დამატებითმა ნაწილებმა ტერიტორია დატოვეს. უტიაშვილის ინფორმაციით, დღეს აფხაზური და რუსული მხარეებისგან მიიღეს პირობა, რომ აღარ შეაფერხებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც სამედიცინო დახმარების მისაღებად ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა სურთ.
XS
SM
MD
LG