Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარაჯიჩი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა


ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერი, რადოვან კარაჯიჩი პირველად გამოცხადდა თავის სასამართლო პროცესზე, რომელიც ჰააგაში, გაეროს სამხედრო ტრიბუნალზე მიმდინარეობს. აქამდე ის პროცესს ბოიკოტს უცხადებდა. დღეს ბრალდებულმა სასამართლოს განუცხადა, რომ მისი უფლება ბრალდების მიერ დაირღვა, რადგან პროცესი მის გარეშე დაიწყეს. კარაჯიჩი აცხადებს, რომ არ ჰქონდა საკმარისი დრო, გაცნობოდა საქმეს. კარაჯიჩს წაყენებული აქვს ბრალდება 11 მუხლით, მათ შორის გენოციდისა და სამხედრო დანაშაულების ბრალდებები ბოსნიაში 1992-95 წლების ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის. კარაჯიჩი ბრალდებებს უარყოფს.

XS
SM
MD
LG