Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტი ვაშინგტონში შეხვდა გერმანიის კანცლერს


ვაშინგტონში გაიმართა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვედრა. მათ ავღანეთსა და კლიმატურ ცვლილებთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმების გეგმაზე იმსჯელეს. ობამამ, ბრიფინგზე გამოსვლისას, გერმანია „მრავალ საერთაშორისო საკითხში უაღრესად ძლიერ მოკავშირედ“ მოიხსენია, შეაქო გერმანიის როლი ავღანეთში. დღესვე ანგელა მერკელი მოხსენებით გამოვა შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე. ის გერმანიის მეორე კანცლერია კონრად ადენაუერის შემდეგ, რომელიც ამერიკელი კანონმდებლების წინაშე წარდგება. ადენაუერის გამოსვლა 1957 წლით თარიღდება. რამდენიმე დღეში, 9 ნოემბერს, ბერლინის კედლის დაცემის მე-20 წლისთავს აღნიშნავენ.
XS
SM
MD
LG