Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის სასამართლო: იტალიის სკოლებში ჯვარცმის გამოსახულება არ უნდა იყოს


ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ გამოიტანა დადგენილება, რომ იტალიის სახელმწიფო სკოლებში, საკლასო ოთახებში ჯვარცმის გამოსახულება არღვევს "ბავშვების უფლებას - სწამდეთ თუ არ სწამდეთ“ და ამიტომ გამოსახულება უნდა ჩამოისხნას. იტალიაში, ქვეყანაში, სადაც 1984 წლამდე კათოლიციზმი სახელმწიფო რელიგია იყო, ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. განათლების მინისტრის, რომელმაც დაიცვა ჯვარცმა საკლასო ოთახებში, თქმით, ჯვარცმა საკლასო ოთახში, იტალიის ტრადიციაა. სასამართლოში სარჩელი შეიტანეს მშობლებმა, რომლებიც თვლიან, რომ საკლასო ოთახში ჯვარცმის გამოსახულებით ირღვევა მათი უფლება, მისცენ ბავშვებს სეკულარული განათლება.
XS
SM
MD
LG