Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელმა აშშ კონგრესს მიმართა


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აშშ კონგრესის ორივე პალატას მიმართა. მან მადლობა გადაუხადა ამერიკელებს 20 წლის წინ ბერლინის კედლის დანგრევაში გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ გერმანია ამას არასდროს დაივიწყებს. მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია დარჩება აშშ-ს ”ძლიერ და სანდო” პარტნიორად. გერმანიის კანცლერის თქმით, ირანს არ უნდა მიეცეს საშუალება შექმნას ბირთვული იარაღი. ”ბირთვული იარაღი ირანის პრეზიდენტის ხელში, რომელიც უარყოფს ჰოლოკოსტს, ემუქრება ისრაელს და უარყოფს ისრაელის არსებობის უფლებას, მიუღებელია”, - განაცხადა კანცლერმა. მერკელმა კიდევ ერთხელ გამოხატა გერმანიის მხარდაჭერა ავღანეთში უსაფრთხოების სტაბილურობის მიმართ და დაპირდა აშშ კონგრესს, რომ გერმანია ჩაერთვება გლობალური დათბობის საწინააღმდეგო ერთობლივ ღონისძიებებში.
XS
SM
MD
LG