Accessibility links

logo-print

მედვედევი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ კანონს ამკაცრებს


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულში ეჭვმიტანილთა მიმართ ზომების გამკაცრებას ითვალისწინებს. ამის შესახებ მან რუსეთის პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას განაცხადა. ”ხელი მოვაწერე შესაბამის კანონს, რომელიც ქმნის ახალ სამართლებრივ ჩარჩოს” - განაცხადა მედვედევმა, რომლის თანახმადაც, კანონი ითვალისწინებს დანაშაულებრივი სამყაროს, დანაშაულებრივი ორგანიზაციის ახლებურ გაგებას. კერძოდ, პირები, რომლებსაც უკავიათ დამნაშავეთა იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობა, ამ კანონის მიხედვით, 15-დან 20 წლამდე, ან სამუდამო პატიმრობას იმსახურებენ. მედვედევმა აგრეთვე განაცხადა: ”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონით შესაძლებელი იქნება მხოლოდ წოდების, იმიჯის, დამნაშავეთა სამყაროს ლიდერის ე.წ. თანამდებობის გამო ადამიანის, რომელსაც ასეთი მდგომარეობა უკავია დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში, პასუხისგებაში მიცემა. მათ შორის, დამნაშავეთა სამყაროს ე.წ. ავტორიტეტული ადამიანების შეკრებებისთვისაც”, - აცხადებს მედვედევი.
XS
SM
MD
LG