Accessibility links

logo-print

ფსიქოლოგები დევნილებს ეხმარებიან


სკრის დასახლებაში არასამთავრობო ორგანიზაციის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ წარმომადგენლებმა ადგილობრივი ბავშვების დახმარებით კონცერტი გამართეს. ერთი თვის წინ ასეთივე ღონისძიება შავშვების დასახლებაშიც გაიმართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის მაია ხუნდაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ომის შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა, დევნილთა ჩასახლებებში დეპრასიული ფონი მაინც მაღალია, რაც კონფლიქტების წარმოქმნას უწყობს ხელს. მისი აზრით, ადგილობრივი ძალებით კონცერტების მოწყობა, კარგი ფსიქო სარეაბილიტაციო კურსია. პროექტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აფინანსებს.
XS
SM
MD
LG