Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჯენერალ მოტორსი“ აღარ აპირებს „ოპელის" გაყიდვას


აშშ-ის ავტომწარმოებელი კომპანია „ჯენერალ მოტორსი“ აღარ აპირებს შვილობილ კომპანია „ოპელის" გაყიდვას. განცხადება ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ წუხელ გაკეთდა. „ჯენერალ მოტორსის“ განცხადებით, ის დაიტოვებს „ოპელს“ და მის რესტრუქტურიზაციას განახორციელებს, რაც ნიშნავს, რომ აღარ მიჰყიდის აქციების უმრავლესობას კანადურ კომპანია „მაგნას“ და მის რუს პარტნიორ, „სბერბანკს“. „ჯენერალ მოტორსის“ განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზია „ბოლო რამდენიმე თვეში გაუმჯობესებული ბიზნესგარემო“. კომპანიის გადაწყვეტილებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა გერმანიიდან. ეკონომიკის მინისტრმა რაინერ ბრიუდერლემ მას „სრულიად მიუღებელი“ უწოდა, ხოლო გერმანიაში ოპელის ქარხნების მუშა-მოსამსახურეები გაფიცვის დაუყოვნებლივ დაწყების მოწოდებით გამოვიდნენ. გერმანიის მთავრობა მხარს უჭერდა „ოპელის“ მიყიდვას „მაგნასთვის“, რადგან მის წინადადებას მიიჩნევდა საუკეთესოდ ოპელში დასაქმებული 25 000-მდე ადამიანისთვის უმუშევრობის თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG