Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძემ პასპორტი მოსკოვში გააგზავნა


გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
გრიგოლ ვაშაძე აღარ აპირებს რუსეთის მოქალაქეობის შენარჩუნებას. მან გუშინ დაწერა განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე, წერილს დაურთო რუსეთის პასპორტი და განცხადება რუსეთში გადააგზავნა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამით რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გაუადვილა საქმე.

“მიუხედავად იმისა, რომ სათათბირო აღარ აპირებს ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას, მე რუსეთის მოქალაქე აღარ ვარ და ჩემი მოვალეობები ამოვწურე”, - თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, ფრაქცია “სამართლიანი რუსეთის” წევრმა სემიონ ბოგდასაროვმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის რუსეთის მოქალაქეობის გაუქმება, გუშინ მოითხოვა.

რუსეთის დუმის წევრი აღშფოთებულია, რომ ”საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაც აქვს და ამასთანავე, ცდილობს ანტირუსული ხასიათის ქარტიის ჩამოყალიბებას”.
XS
SM
MD
LG