Accessibility links

logo-print

ირანის პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სცემა


ირანის უშიშროების ძალებმა ხელკეტები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს თეირანში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ანტისამთავრობო აქცია გაიმართა სახელმწიფოს მიერ სანქცირებული ანტიამერიკული მიტინგების პარალელურად - ეს მიტინგები ეძღვნება თეირანში შეერთებული შტატების საელჩოში შეჭრის 30-ე წლისთავს. ამასობაში, მთავრობის ათასობით მომხრე შეიკრიბა შეერთებული შტატების ძველ საელჩოსთან, რომელშიც 1979 წელს შეიჭრნენ ისლამისტი სტუდენტები. მათ 52 ამერიკელი მძევლად ჰყავდა აყვანილი 444 დღის მანძილზე.
XS
SM
MD
LG