Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანუჩარ გვარამიას ედუარდ ემინზადეს მკველობა ედება ბრალად


გასულ კვირას, აფხაზმა მილიციელებმა, მანუჩარ გვარამია დააკავეს გალში. გავრცელებული ინფორმაციით, მას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის თანამშრომლის, ედუარდ ემინზადეს მკველობა ედება ბრალად. აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლის, თორნიკე კილანავას ცნობით, მანუჩარ გვარამია ამჟამად სოხუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული. მისივე თქმით, გვარამიას ემინზადეს მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვის და ის უდანაშაულოა. აღნიშნულ ფაქტზე დევნილი მთავრობა მოკვლევას აწარმოებს და მისი დასრულების შემდეგ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში მუშაობს, შედეგებს გაუგზავნის.
XS
SM
MD
LG