Accessibility links

გალში გამთენიისას სახლი გადაუწვეს ხასაიების ოჯახს


ნესტან კვიკვია-ხასაია, რომელსაც დაუდგენელმა პირებმა გუშინ გადაუწვეს სახლი ყვება, რომ ამის შესახებ მას მეზობელმა ტელეფონით შეატყობინა. „არ ვიცით ვინ დაწვა ჩვენი სახლი. მეზობელმა დამირეკა და მითხრა, რვა საათი იყო, როდესაც ხანძარი ვნახეთო. მაგრამ ვინ წაუკიდა ცეცხლი, არ გვინახავსო. ყველაფერი დაიწა“ - ყვება დაზარალებული. ხასაიების ოჯახი, საკუთარ სოფელში, უკვე ხუთი თვეა არ ცხოვრობს. ხუთი თვის წინ დაუდგენელმა პირებმა ხასაიები გაძარცვეს და ოჯახის წევრებს სასტიკად გაუსწორდნენ. მას შემდეგ, როგორც ქალბატონი ყვება, ზუგდიდში გადმოვიდნენ და კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობენ. მაშინ ნესტან ხასაიამ ტელეკომპანიების ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ თავს რუსი ჯარისკაცები დაესხნენ. თუმცა, ამაში დარწმუნებული არ იყო. ამიტომ, ის ფიქრობს, რომ სახლის დაწვის მიზეზიც შესაძლოა მისი მაშინდელი კომენტარი იყოს.
XS
SM
MD
LG