Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა იარაღით დატვირთული გემი დააკავა


ისრაელის ფლოტმა დააკავა გემი, რომელსაც, როგორც იუწყებიან, ასობით ტონა ირანული იარაღი მიჰქონდა ლიბანში მოქმედ ჰისბოლას მოძრაობისთვის. ისრაელის სამხედრო სტრუქტურების ინფორმაციით, გემი ანტიგუას დროშის ქვეშ მიცურავდა და ის ისრაელის სანაპიროდან 160 კილომეტრის მოშორებით დააკავეს. ახლა გემი ისრაელის პორტ აშდოდშია გაჩერებული. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, იარაღი ისრაელში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ უნდა გამოყენებულიყო. ისრაელის მთავრობა ირანს უკვე დიდი ხანია ადანაშაულებს მისი მტრების შეიარაღებაში.
XS
SM
MD
LG