Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში „ღორის გრიპით“ სიკვდილის პირველი შემთხვევები აღირიცხა


ბელორუსიამ დღეს პირველად გამოაცხადა, რომ ქვეყანაში ე.წ. ღორის გრიპით სიკვდილის 7 შემთხვევა აღირიცხა. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო ორი კვირის განმვალობაში ქვეყანაში პნევმონიამ 19 ადამიანი იმსხვერპლა - გარდაცვლილთაგან 7-ს კი H1N1 ვირუსი დაუდგინდა. როგორც იუწყებიან, ბელორუსიაში ოფიციალურად ღორის გრიპის სულ 85 შემთხვევაა აღრიცხული - დაავადებულთაგან 31 ამჟამად საავადმყოფოში წევს.
XS
SM
MD
LG