Accessibility links

logo-print

გაერო ავღანეთში თანამშრომლების ევაკუაციას იწყებს


გაეროს ავღანეთიდან დროებით გაჰყავს 600 თანამშრომელი, რათა სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხოების ზომები გააძლიეროს. ამის შემდეგ თანამშრომლებს ავღანეთში დააბრუნებენ - ნათქვამია გაეროს განცხადებაში. გადაწყვეტილების მიზანი გაეროს შენობებში უსაფრთხოების გაძლიერებაა. გაეროს ავღანეთში 5600 თანამშრომელი ჰყავს. მათი უმეტესობა ავღანელია. გაერომ ეს გადაწყვეტილება მიიღო გასულ კვირას სასტუმროზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რომლის შედეგადაც გაეროს ხუთი თანამშრომელი და სამი ავღანელი მოქალაქე დაიღუპა.

XS
SM
MD
LG