Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: დავით ოთიაშვილი


დავით ოთიაშვილი

დავით ოთიაშვილი

5 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დავით ოთიაშვილი, ექიმი-ნარკოლოგი, ”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” ხელმძღვანელი. მან ისაუბრა ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ამნისტიაზე, რომლითაც ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებულ პირებს სასჯელი გაუნახევრდებათ. დავით ოთიაშვილის აზრით, კარგია, რომ ამნისტიის შედეგად არაერთი ადამიანი ოჯახს დაუბრუნდება, მაგრამ რეალური ეფექტისთვის საჭიროა პრობლემისადმი სისტემური მიდგომა. ქსელის ხელმძღვანელი ხელისუფლებას შეახსენებს, რომ პარლამენტში შესულია და არ განხილულა რამდენიმე (მათ შორის - ”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის”) კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებებს ნარკოტიკების მომხმარებლებთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. ქსელის სპეციალისტთა აზრით, ნარკოტიკის მომხმარებისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა მოხვდეს, მას უნდა მიეცეს მკურნალობის საშუალება და ამ საქმეში სახელმწიფოს წამყვანი როლი ეკისრება.
XS
SM
MD
LG