Accessibility links

logo-print

იუშჩენკო ტიმოშენკოს გრიპის ეპიდემიის დროს მიტინგის ჩატარებაში ადანაშაულებს


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ გენერალურ პროკურატურას თხოვნით მიმართა აღიძრვრას საქმე გრიპის ეპიდემიის დროს კიევში ჩატარებული მიტინგის გამო. უკრაინის პრეზიდენტი ეპიდემიის დაწყების თარიღად 20 ოქტომბერს მიიჩნევს, როდესაც ტერნოპოლის საჯარო სკოლებში კარანტინი გამოცხადდა. 24 ოქტომბერს კი უკრაინის პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს ბლოკმა კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე ტიმოშენკოს მხარდამჭერი მიტინგი ჩაატარა, რომელსაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის ათასობით მოქალაქე დაესწრო.

XS
SM
MD
LG