Accessibility links

რუსეთის სამხედრო დაზვერვა საქართველოს აგრესიის შესაძლებლობაზე საუბრობს


რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საქართველოსგან ახალ სამხედრო აგრესიას არ გამორიცხავს - განუცხადა სააგენტო იტარ-ტასს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა ალექსანდრ შლიახტუროვმა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარებაზე უარს ამბობს და საკუთარ იურისდიქციაში მათ დაბრუნებას ყველანაირად ცდილობს. შლიახტუროვის მტკიცებით, ნატოს ზოგიერთი ქვეყანა, ისრაელი და უკრაინა საქართველოს შეიარაღებას განაგრძობენ. რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოთქვა უკრაინის ხელისუფლებისადმი, რომელიც შლიახტუროვის განცხადებით, რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე საუბრობს და საქართველოს შეიარაღებით და სამხედრო ტექნიკით ფარულად ამარაგებს.
XS
SM
MD
LG