Accessibility links

logo-print

საფრანგეთს სურს, ევროპამ ავღანეთში აქტიური როლი ითამაშოს


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კუშნერმა ევროპაას მოუწოდა, პასუხისმგებლობა იკისროს ავღანეთის ახალი მთავრობის მიმართ, რათა მოხდეს ავღანეთისადმი მისი პოლიტიკის კოორდინაცია და არ დაელოდონ, სანამ ვაშინგტონი მიიღებდეს ყველა გადაწყვეტილებას. ეს კუშნერმა უცხოელი ჟურნალისტების მცირე ჯგუფს განუცხადა პარიზში, ოთხშაბათს. „ნიუ იორკ ტაიმსს“ მოჰყავს კუშნერის სიტყვები, რომელშიც ის აშშ-ის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ავღანეთში ომის ახალ სტრატეგიას ამუშავებს ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციის გარეშე. მისივე თქმით, ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი, კორუმპირებული პოლიტიკოსია, მაგრამ ნატომ მის „კანონიერებას“ ხელი უნდა შეუწყოს, თუკი ალიანსს აქვს შანსი, ავღანეთის კონსოლიდაციას მიაღწიოს.
XS
SM
MD
LG