Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო სომხეთთან საზღვარზე ინციდენტს უარყოფს


საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უარყოფს, რომ საქართველო-სომხეთის საზღვარზე რაიმე ინციდენტი მოხდა. სომხური პრესის ინფორმაციით კი, ამ კვირაში საზღვარზე სომხეთის მესაზღვრეები ბოძების დადგმას შეეცადნენ, რასაც ქართული მხარის წინააღმდეგობა და არმიის ქვედანაყოფის გამოძახებაც კი მოჰყვა. ამავე წყაროს ცნობით, სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ინციდენტის ადგილზე ორივე ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების ხელმძღვანელები ჩავიდნენ. ამ ინფორმაციის კომენტირებისას სააგენტო მედია-ნიუსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში განუმარტეს, რომ სომხეთთან საზღვარზე მშვიდი სიტუაციაა და რაიმე ინციდენტი არ მომხდარა.
XS
SM
MD
LG