Accessibility links

logo-print

მედვედევი თავისი მოქალაქეების მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაცვას აპირებს


რუსეთის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ თავისი ქვეყნის მოქალაქეთა დასაცავად შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენების გადაწყვეტილებას მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებში მიიღებს. ამასთან, მედვედევმა აღნიშნა, რომ მსგავს გადაწყვეტილებას სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს. მისივე განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაცულნი უნდა იყვნენ. საზღვარგარეთ სამხედრო ძალის გამოყენების კანონპროექტი რუსეთის პარლამენტის ორივე პალატამ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა.
XS
SM
MD
LG