Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი დაუნიშნეს კარაჯიჩს, რომლის სასამართლო მარტამდე გადაიდო


გაეროს სასამართლომ ბოსნიელ სერბთა ომისდროინდელ ლიდერს, რადოვან კარაჯიჩს, ადვოკატი დაუნიშნა და მოსმენები გადადო 2010 წლის მარტამდე. ზომა მას მერე მიიღეს, რაც მოსამართლე ჰილდეგარდ იურც-რეცლაფმა მოუწოდა მოსამართლეებს, დაენიშნათ სასამარლოს მიერ გამოყოფილი ადვოკატი კარაჯიჩისთვის, რათა საქმის განხილვა მაშინაც გაგრძელდეს, თუკი ბრალდებული ბოიკოტს გამოუცხადებს მოსმენებს.
კარაჯიჩი, რომელსაც გენოციდსა და საომარ დანაშაულში 11 ბრალდება აქვს წაყენებული, აცხადებს, რომ არ ჰქონდა საკმარისი დროს, გაცნობოდა საქმეს.
XS
SM
MD
LG