Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჰმუდ აბასი არ აპირებს პალესტინელების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას


პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის განცხადებით, ის არ წამოაყენებს თავის კანდიდატურას მომავალი წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში. აბასმა ტელემიმართვაში განაცხადა, რომ პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელ კომიტეტს და ფატაჰის პარტიის ცენტრალურ კომიტეტს შეატყობინა ამ გადაწყვეტილების შესახებ. პალესტინელების წარმომადგენლებს ადრე ნათქვამი აქვთ, რომ აბასი აღარ მოისურვებს არჩევნებში მონაწილეობას, რადგან უკმაყოფილოა წარუმატებლობით ისრაელთან სამშვიდობო პროცესში.
XS
SM
MD
LG