Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ავღანეთიდან თანამშრომლების ევაკუაციას აპირებს


გაერო თავის ასობით თანამშრომელს დროებით გაიყვანს ავღანეთიდან. 600-მდე თანამშრომელი, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირით შედარებით უსაფრთხო ადგილზე (უმრავლეს შემთხვევაში - ავღანეთის გარეთ) გადავა, ვიდრე გაეროს შენობაში უსაფრთხოების ზომებს არ გააძლიერებენ. ავღანეთში გაეროს 5600 თანამშრომელი ჰყავს, რომელთა უმრავლესობა ავღანელია. უცხოელი თანამშრომლების გაყვანა გაერომ 28 ოქტომბერს გაეროს თანამშრომლებზე თვითმკვლელის თავდასხმის გამო გადაწყვიტა. ამ თავდასხმას რვა ადამიანი შეეწირა - გაეროს ხუთი უცხოელი თანამშრომელი და სამი ავღანელი.
XS
SM
MD
LG