Accessibility links

logo-print

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება


2010 წლის 10 იანვრიდან საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი თემურ ქებაია იქნება. ახალი მწვრთნელი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა, ნიკა რურუამ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ დღეს წარადგინეს. თემურ ქეცბაიას კონტრაქტი 2011 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.
თემურ ქეცბაიამ ექტორ რაულ კუპერი შეცვალა, რომელთანაც ქართულმა მხარემ კონტრაქტი გააუქმა.
XS
SM
MD
LG