Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლოა, დღეს საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების შეხვედრა შედგეს


დღეს, შესაძლოა, ბაქოში საქართველოსა და რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქების შეხვედრა შედგეს. რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას ქართული მხარე ვერ ადასტურებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს ბაქოში მონაწილეობას მიიღებს სადღესასწაულო ღონისძიებებში. მათ შორის, კავკასიის მუსულმანთა განყოფილების თავმჯდომარის, შეიხ-ულ-ისლამ ალახშუკურ ფაშა-ზადეს 60 წლისა და მისი შეიხ-ულ-ისლამის რანგში ყოფნის 30 წლის საიუბილეო ზეიმში. სადღესასწაულო ღონისძიებებზე, სხვა ეკლესიების ხელმძღვანელებს შორის, სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქი, უწმინდესი კირილეც იმყოფება.
XS
SM
MD
LG