Accessibility links

logo-print

გატაცებულ მოზარდებს ცხინვალში გაასამართლებენ


სოფელ ტირძნისში, ამ დრომდე, უშედეგოდ ელიან რუსი მესაზღვრეებისა და ცხინვალელი მილიციელების მიერ დაკავებული მოზარდების გათავისუფლებას. როგორც სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება, არასრულწლოვნებთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა შედგება, თუმცა როდის - არ კონკრეტდება. ოსი სამართალდამცავები ტირძნისის საშუალო სკოლის მოსწავლეებს გიორგი რომელაშვილს, ალეკო ცაბაძეს, ვიქტორ ბუჩუკურს და ლევან ხმიადაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გადატანის ბრალდებას უყენებენ. საქართველოს ხელისუფლება კი მოზარდებს სეპარატისტების მიერ გატაცებულებად მიიჩნევს და დაკავებულების დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG