Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო სომხეთს საზღვრის მოწყობაში დაეხმარება


საქართველოსთან საზღვრის მოწყობის პროცესში სომხეთს ტექნიკურად ნატო დაეხმარება - ამის შესახებ, როგორც სომხეთის ახალი ამბების სააგენტო იუწყება, ერევანში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა რობერტ სიმონსმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ შესაბამისი თხოვნით ალიანსს სომხეთის ხელისუფლებამ მიმართა. სიმონსის განმარტებით, საზღვრებზე კონტრაბანდასა და ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით, ნატო ტექნიკურ დახმარებას ბევრ ქვეყანას სთავაზობს.
XS
SM
MD
LG