Accessibility links

7 ნოემბრის აქციაში ”ალიანსი საქართველოსთვის” არ მონაწილეობს


არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორის მიერ თბილისში, 7 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. მანიფესტაციაში მონაწილეობას არ აპირებს ალიანსი საქართველოსთვის, რომელმაც 2007 წლის ნოემბრის მოვლენების გამო სპეციალური განცხადება გაავრცელა და მშვიდობიანი მანიფესტანტების და ტელეიმედის დარბევის გამო დამნაშავეთა დასჯა მოითხოვა. ალიანსი აცხადებს, რომ საზოგადოების მიერ, ჯერ კიდევ, ორი წლის წინ გამოთქმული სამართლიანი მოთხოვნები ხელისუფლებისგან დღემდე შეუსრულებელია, ქვეყანაში არსებული ვითარება კი - კიდევ უფრო დამძიმდა.
XS
SM
MD
LG