Accessibility links

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები უცხოელებსაც მიმართავენ


7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა სამოქალაქო სექტორმა ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და აშშ-ის ელჩს მიმართვა გაუგზავნა. ხელმომწერთა განცხადებით, ისინი იბრძვიან, რათა ხელისუფლებამ ქვეყნის მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოებისადმი დანაპირები შეასრულოს და მართლაც დემოკრატიული რეფორმები განახორციელოს. მიმართვაში ნათქვამია, რომ დაპირებული „დემოკრატიის ახალი ტალღის“ ნაცვლად, საქართველოში გაძლიერდა პოლიტიკური ტერორი, მასმედიაზე კონტროლი და ადამიანის უფლებათა შელახვა, სასამართლო და ფინანსური სისტემა კი პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად გადაიქცა. 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ევროკავშირსა და აშშ-ს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერებისა და რეალურად დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად კონკრეტული ვადის დაწესებისკენ მოუწოდებენ.
XS
SM
MD
LG