Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიანსი საქართველოსთვის მოზარდების გატაცებას პროვოკაციად აფასებს


ტირძნისელი მოზარდების დაკავების გამო, სპეციალური განცხადება გაავრცელა ალიანსმა საქართველოსთვის. ალიანსი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი რუსი მესაზღვრეებისა და ოსი სეპარატისტების მიერ სკოლის მოსწავლეთა გატაცებას პროვოკაციად და დანაშაულებრივი მოქმედების გაგრძელებად აფასებს. ალიანსი საქართველოსთვის 4 მოზარდისა და სოფელ ლამისყანის 6 მკვიდრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიას მოუწოდებს, ძალისხმევა გაააქტიუროს და მსგავსი პროვოკაციებისა და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად დამატებითი მექანიზმები შეიმუშაოს. ალიანსი საქართველოსთვის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაკავებულთა გასათავისუფლებლად ყველა ზომას მიმართოს და არ დაუშვას ახალ პროვოკაციაში ქვეყნის ჩათრევა, რამაც შესაძლოა, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების განახლება გამოიწვიოს.
XS
SM
MD
LG