Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო საზოგადოება საპროტესტო აქციისთვის ემზადება


საპროტესტო აქციის ორგანიზატორები - საზოგადოების წარმომადგენლები და 24 სამოქალაქო ორგანიზაცია - დღეს კინოს სახლში შეიკრიბნენ და 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის მსვლელობა დაგეგმეს. შეკრებილებმა გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო მსვლელობა 3 საათზე დაიწყება საზოგადოებრივ მაუწყებელთან და საქართველოს პარლამენტამდე გაგრძელდება. აქვე გაიმართა გახმაურებელი მკვლელობების შესახებ გადაღებული 40 წუთიანი დოკუმენტური ფილმის ”ქალაქში მკვლელია” და 7 ნოემბრისადმი მიძღვნილი კლიპების ჩვენება. ფილმის ერთერთი ავტორი ირაკლი კოკაია ამბობს, რომ თავიდან ჩაფიქრებული იყო თბილისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობების ამსახველი ფილმი, მაგრამ მოგვიანებით, რეგიონებში არსებული სიტუაციაც შეისწავლეს და დაახლოებით 80-მდე გამოუძიებელი მკვლელობა აღწერეს.
XS
SM
MD
LG