Accessibility links

logo-print

ეროვნული უშიშროების საბჭოში გატაცებებზე იმსჯელებენ


საქართველოს მოქალაქეთა გატაცების გახშირებულ ფაქტებზე მსჯელობა, საპარლამენტო ოპოზიციამ, ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მოითხოვა. ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივით, საბჭომ საქართველოს შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრებს უნდა მოუსმინოს. ამ წინადადებას მხარი დაუჭირა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. მისი შეფასებით, რუსეთის მცდელობას, შექმნას ახალი აგრესიის კონტექსტი, საქართველომ აქტიური და ამასთან, ფრთხილი მოქმედება უნდა დაუპირისპიროს.
XS
SM
MD
LG