Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორდონ ბრაუნი ავღანეთში ბრიტანეთის საბრძოლო ოპერაციაზე ისაუბრებს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი დღეს აპირებს ავღანეთის თაობაზე განცხადების გაკეთებას. როგორც მოელიან, გორდონ ბრაუნი მხარს დაუჭერს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ავღანეთთან დაკავშირებით და ხაზს გაუსვამს, რომ საბრძოლო ოპერაციის წარმატება ავღანეთში სასიცოცხლოდ აუცილებელია ბრიტანეთისთვის. აღსანიშნავია, რომ ბოლო გამოკითხვებით საზოგადოების სულ უფრო მცირე ნაწილი უჭერს მხარს ბრიტანეთის სამხედრო მონაწილეობას ავღანეთში. ბოლო კვირის განმავლობაში ავღანეთში 7 ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს.
XS
SM
MD
LG