Accessibility links

logo-print

ინდოეთში ავტოკატასტროფის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა


ინდოეთში სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და ამდენივე დაშავდა მგზავრებით სავსე ავტობუსის მთიან ხეობაში გადავარდნის გამო. ავტოკატასტროფა ინდოეთის ჩრდილოეთში, ხიმაჩალ-პრაშედის შტატში მოხდა. ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები უცნობია. საგზაო შემთხვევების გამო ინდოეთში ყოველწლიურად ბევრი ადამიანი იღუპება. როგორც წესი, ავარიები გზების ცუდი მდგომარეობისა და ტრანსპორტის სიძველის გამო ხდება.
XS
SM
MD
LG