Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და საქართველოს პატრიარქებმა ისაუბრეს


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქი ილია მეორე ბაქოში რუსეთის პატრიარს კირილს შეხვდა. პატრიარქები ერთმანეთს პირისპის, ერთი თანმხლები პირის თანდასწრებით შეხვდნენ და საათნახევარი ისაუბრეს. მათი დიალოგის თემები უცნობია. შეხვედრის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კმაყოფილი იყო შეხვედრით. პატრიარქებმა ერთმანეთს საჩუქრებიც გადასცეს: ილია მეორემ კირილს წიგნი ”მზიანი ღამე” გადასცა, თავის მხრივ რუსეთის პატრიარქმა ხატი აჩუქა საქართველოს პატრიარქს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს ბაქოში დაესწრო სადღესასწაულო ღონისძიებებს. მათ შორის, კავკასიის მუსულმანთა განყოფილების თავმჯდომარის, შეიხ-ულ-ისლამ ალახშუკურ ფაშა-ზადეს 60 წლისა და მისი შეიხ-ულ-ისლამის რანგში ყოფნის 30 წლის საიუბილეო ზეიმს. სადღესასწაულო ღონისძიებებზე, სხვა ეკლესიების ხელმძღვანელებს შორის, სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქი, უწმინდესი კირილიც იმყოფება.
XS
SM
MD
LG