Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული ქვეყნები და აბასი


არაბული სახელმწიფოების ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრი მუსამ მოუწოდა პალესტინის ავტონომიის მეთაურს მაჰმუდ აბასს, გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, რომლის ტანახმადაც იგი აღარ აპირებს კენჭი იყაროს ახალი საპრეზიდენტო ვადით. არაბული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, მუსამ საკუთარი მხარდაჭერა აბასთან სატელეფონო საუბრისას გამოხატა. პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა, რომელიც ორგანიზაცია ფატჰის ლიდერია, განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას 24 იანვარს დაგეგმილ არჩევნებში, რაც იმით ახსნა, რომ არ არსებობს პროგრესი ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო დიალოგში. მან ასევე დაადანაშაულა შეერთებული შტატები, რომელმაც აბასის თანახმად, გადაუხვია ახლოაღმოსავლეთის წინანდელ პოლიტიკას.
XS
SM
MD
LG