Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები ირანის ციხეებში გაუპატიურების გამოყენების შესახებ


უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია ირანის ციხეებში მყოფი ოპოზიციონერი აქტივისტების მიმართ გამოყენებული სექსუალური ძალადობის სამი ფაქტი. ნიუ-იორკში არსებული “ჰიუმან რაითს უოჩის” ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გაუპატიურების შემთხვევები სამედიცინო ექსპერტიზამაც დაადასტურა, ირანის პროკურატურამ უარი თქვა ფაქტების შემდგომ გამოძიებაზე. სამი გაუპატიურებულიდან ერთი ქალია, ხოლო ორი მამაკაცი. “ჰიუმან რაითს უოჩი” ირანის იუსტიციის სამინისტროს გაუპატიურების შემთხვევების მიჩქმალვაში ადანაშაულებს და კვლავ მოითხოვს დაისაჯონ ის პირები, ვისაც ირანის ოპოზიციის აქტივისტებზე სექსუალურ ძალადობაში მიუძღვის ბრალი.
XS
SM
MD
LG