Accessibility links

ნატო დაკარგული ჯარისკაცების ძებნაში სხვებს კარგავს


ნატოს 25 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა ოპერაციაში, რომელიც ავღანეთის დასავლეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული ორი სამხედრო პარაშუტისტის მოძიებას ისახავს მიზნად. თალიბანის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ბადჰის პროვინციაში მათ 2 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი იპოვეს. პროვინციის პოლიციის უფროსის ცნობით, სავარაუდოდ, დაღუპულები უნდა იყვნენ ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც თვითმფრინავიდან ჩამოგდებული აღჭურვილობის ძებნის დროს დაიხრჩვნენ მდინარეში.
XS
SM
MD
LG