Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატები სამხედრო ბაზაზე მომხდარ მკვლელობას იძიებს


შეერთებული შტატების ხელისუფლება იძიებს ამერიკელი სამხედრო ფსიქიატრის წარსულს, რათა დაადგინოს იმ საზარელი მკვლელობის გამომწვევი მიზეზები, რომლის დროსაც 13 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა ტეხასის შტატის სამხედრო ბაზაზე, ფორტ ჰუდში. ოფიციალური პირების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 39 წლის მაიორი ნიდან მალიკ ჰასანი, პალესტინელი ემგრანტის შთამომავალი, საპასუხო სროლის შედეგად დაჭრილია და, უგონო მდგომარეობაში მყოფი, ჰოსპიტალში იმყოფება. ამერიკის არმიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჰასანი წლების განმავლობაში ამშვიდებდა დაჭრილ ჯარისკაცებს, რომლებიც ერაყიდან და ავღანეთიდან საბრძოლო ოპერაციის შემდეგ ბაზაზე ბრუნდებოდნენ. ცოტა ხანში კი თავადაც უნდა წასულიყო ავღანეთში, რათა ჯარისკაცებს სტრესების მოხსნაში დახმარებოდა.Pპრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ყველა გააფრთხილა არ გააკეთონ ნაჩქარევი დასკვნები, რადგან ჯერჯერობით მკვლელობის გამომწვევი ყველა ფაქტი უცნობია.
XS
SM
MD
LG