Accessibility links

logo-print
მოძრაობა “დემოკრატიული საქართველოსთვის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

2007 წლის 7 ნოემბერს აქციის მონაწილეების დარბევის აუცილებლობა არ არსებობდა, მაგრამ ამით სააკაშვილმა გაკვეთილი ჩაუტარა საზოგადოებას, რომ შემდეგ პროტესტის გამოხატვის სურვილიც არ გასჩენოდათ”, _ განაცხადა სასტუმრო “რედისონში” ოპოზიციასა და დიპლომატებს შორის მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ბურჯანაძემ.

შაბათს თბილისში, 7 ნეომბრის მოვლენებსი მეორე წლისთავზე რამდენიმე საპროტესტიო ღონისძიება გაიმრათა. ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენელბი თავდაპირველად სასტუმრო “რედისონში” შეიკრიბნენ, სადაც “მოძრაობა ერთიანმა საქართველომ” და “კონსერვატიულმა პარტიამ” წარმოადგინეს დოკუმენტი სახელწოდებით “საბრალდებო დასკვა რეჟიმის წინააღმდეგ’.

”ქვეყანა ტოტალიტალური რეჟიმისკენ მიექანება და აქედან გამოსავალი მხოლოდ ერთია, - ყველა მოქალაქე საკუთარ თავს უნდა ჩაუღმავდეს და მიიღოს გადაწყვეტილება, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების,- განუცხადა “ექსპრესნიუსს” სალომე ზურაბიშვილმა.

სასტუმრო “რედისონში” შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპსუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ოპოზიციის აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა დღესვე საპროტესტო აქცია სიტყვის თავისუფლების მოთხოვნით, ტელეიმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობების წინ გამართეს. მსვლელობა კი დასრულდა პარლამენტის შენობის წინ მოედანზე, სადაც ორ წლის წინ სამართლადამცველებმა საპროტესტო მიტინგი რეზინის ტყვებით, ხელკეტებითა და ცრელმსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს.

დემონსტრაციები და მიტინგები სანქცირებული იყო. მათ რაიმე გართულება არ მოჰყოლია.
XS
SM
MD
LG