Accessibility links

logo-print

ნატოს ავიაციამ ავღანელი მებრძოლები დახოცა


ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინგორმაციით, პარასკევს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების 7 მებრძოლი დაიღუპა ნატოს საავიაციო დარტყმის შედეგად. სამინისტრო აცხადებს, რომ საავიაციო ინცინდენტის შედეგად, რომლის გამოძიებაც დაწყებულია, - დანაკარგები აქვს საერთაშორისო კონტინგენტსაც. ნატოს საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად ბადგის პროვინციაში, საერთაშორისო ძალების და ავღანეთის არმიის 25 მებრძოლი დაიჭრა. აღნიშნული ინცინდენტი მოხდა იმ დროს, როდესაც ნატოს უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალები და ავღანეთის რეგულარული ჯარების ნაწილები აგრძელებენ ორი ამერიკელი პარაშუტისტის მოძიების ოპერაციას.

XS
SM
MD
LG