Accessibility links

logo-print

ავღანეთი არ ღებულობს დასავლეთის კრიტიკას


ავღანეთის ხელისუფლებამ დღეს განაცხადა, რომ გაეროს და დასავლეთის ქვეყნების ლიდერების კრიტიკული გამონათქვამები პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მისამართით, აჭარბებს მიღებულ საერთაშორისო ნორმებს და ლახავს ქვეყნის სუვერენიტეტს. ეს ნათქვამია ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გორდონ ბრაუნის ბოლო გამოსვლას მოჰყვა. ხუთშაბათს ბრაუნმა განაცხადა, რომ კარზაის მთავრობა “კორუფციის სიმბოლოდ იქცა.” მანმადე კი გაეროს სპეციალურმა წარმომაგდენელმა ავღანეთში კაი ეიდმა განაცხადა, რომ “ენერგიული ბრძოლა და ძალისხმევაა საჭირო კორუფციის წინააღმდეგ, სასამართლოს სისტემის მოსაწესრიგებლად და დაუსჯელობის ტრადიციის შესაცვლელად.”

XS
SM
MD
LG