Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბაროვსკში რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა


რუსეთის ახალი ამბების სააგენტოების ინფორმაციით, 11 ადამიანი დაიღუპა, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში. ოფიციალური ინფორმაციით, წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ტუ-142 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ხაბაროვსკის მახლობლად, წყნარი ოკეანის სანაპიროსთან ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავი, რადარებით, გაქრა პარასკევს, სასწავლო ფრენის შესრულების დროს. მაშველებმა ეკიპაჟის 11 წევრის ცხედარი წყლიდან ამოიღეს. თვითმფრინავის დაღუპვის მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

XS
SM
MD
LG